საზოგადოება
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ გარდაცვლილის მეგობარი სოციალურ ქსელში წერს.
არსებული ინფორმაციით, დავით გობეჯიშვილი შეტაკებების დროს ქალაქ ირპენთან დაიღუპა.
უკრაინაში ამ დრომდე სამი ქართველი მებრძოლი იყო დაღუპული. დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს დღეს, 26 მარტს დაკრძალავენ. რაც შეეხება ბახვა ჩიქობავას, მისი ჩამოსვენება საქართველოში ამ დრომდე ვერ ხერხდება. იგი უკრაინაში, ყველაზე ცხელ წერტილში, მარიუპოლში დაიღუპა, რომელიც რუსების მიერ არის ალყაში მოქცეული.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :