როგორია ავტოსახელოსნოში დაშავებულების მდგომარეობა
26 მარტს ავტოსახელოსნოში დაშავებული მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის, სოფიო მორგოშიას თქმით, ორი მათგანი გუშინვე გაეწერა, ხოლო ერთ პაციენტს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
"ორი პაციენტი, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, გუშინვე გაეწერა. ერთ პაციენტს, კი გუშინ გვიან ღამით ჩაუტარდა ოპერაცია. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ქირურგის შემოწმების შემდეგ, სავარაუდოდ ხვალ გაეწერება", - განაცხადა სოფიო მორგოშიამ "მეცხრე არხთან".
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ, 26 მარტს, 9 აპრილის ქუჩაზე მოხდა, რა დროსაც საბურავის გახეთქვის შედეგად სამი პირი დაშავდა. სამივე მათგანი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.