სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აპრილს 11:00-დან 17:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კლდეში, წნისში, გიორგიწმინდასა და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:30 საათამდე ელქტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დილითში, დიდ ხანჩალში, სათხაში, კატნატუსა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.