საქართველოში მიწისძვრა მოხდა
დღეს, 1-ელ აპრილს თბილისის დროით 22:18 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათი ცნობით, ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიდიდე 3.2(ML) მაგნიტუდას შეადგენდა.