სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 341 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 651 322-ს შეადგენს.
ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან 445 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 631 009-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 770 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 341 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 186 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 49, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 18, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 23, კახეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 3 517 საიდანაც, 427 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის 103 პირი რეანიმაციულ განყოფილებაში იყოფება. 3 090 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.