SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
საზოგადოება
შავ ზღვაში ინტერნეტ-კაბელის გაყვანა იგეგმება
შავ ზღვაში კიდევ ერთი დიდი პროექტის განხორციელება იგეგმება. ზღვის ფსკერზე საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი უნდა აშენდეს. მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელის ეკონომიკური დასაბუთებისთვის კვლევა ჩატარდება, რომელიც სახელმწიფო ელექტროსისტემის დაკვეთით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.

თუ პროექტი განხორციელდა, ეს ნიშნავს, რომ 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი საქართველოდან რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს. მსოფლიო ბანკის თანახმად, პროექტის შესახებ წინასწარი შეფასება უკვე ჩატარებულია, რომლის მიხედვითაც, მსგავსი ურთიერთკავშირის არსებობა როგორც რუმინეთის, ასევე სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემასა და ეკონომიკაზე დადებითად აისახება.

მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური ამბობს, რომ რუმინეთთან დამაკავშირებელი ახალი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობა საქართველოს აძლევს შანსს, გახდეს რეგიონის ციფრული ჰაბი. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში და საქართველოში ძალიან სწრაფად იზრდება ინტერნეტის მოხმარება, ამიტომ ინტერნეტის მიერთების დამატებითი წერტილების არსებობა, განსაკუთრებით ევროპასთან, მნიშვნელოვანია.

“ინტერნეტთან მიერთება გვაქვს ყველა მეზობელ ქვეყანასთან. ევროპასთან ჩვენი მიერთება არის ფოთი - ვარნას მიმართულებით. ასევე გვაქვს მიერთება ლარსში რუსეთთან, ოკუპანტ მეზობელთან მიერთებაა ფოთი-ნოვოროსისკის მეშვეობითაც. გვაქვს მიერთება აზერბაიჯანთან და სომხეთთან 2-2 ადგილას, ასევე თურქეთთან სარფსა და ვალეში. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ მიერთების შესაძლებლობები გამოყენებულია”,- აცხადებს უჩა სეთური.

მანვე აღნიშნა რომ, ინტერნეტის, როგორც სტრატეგიული ობიექტის, მნიშვნელობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც საუბრობს. აქედან გამომდინარე უჩა სეთური წყაროების დივერსიფიკაციაზე აკეთებს აქცენტს. მისი განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთთან მიერთებები მაქსიმალურად შემცირდეს, ხოლო ტრანზიტმა, რომელიც ჩრდილოელ მეზობელზე გადიოდა, გადმოინაცვლოს საქართველოზე.

“ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა გვაძლევს საშუალებას, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის მეშვეობით გავატაროთ ინტერნეტ ტრაფიკები, მათ შორის ინდოეთის, ჩინეთის მიმართულებით”,
- აღნიშნა უჩა სეთურმა.

მისივე თქმით, კაბელის საქართველოზე გავლით ქვეყანას ეხსნება შესაძლებლობა უმსხვილესი კომპანიები შემოვიდნენ, რომლებიც ახლა თურქეთში არიან წარმოდგენილი.

“ამდენი ხანი გავიდა, რაც ევროპასთან მიერთებული ვართ და გიგანტი ოპერატორები, რომლებიც სტამბოლში არიან წარმოდგენილი, ვერაფრით შემოვიდნენ რეგიონში. კარგია, რომ აქამდე არ შევიდნენ არც ჩვენს მეზობლებთან. ახლა ჩნდება იმედი, რომ კაბელის აშენების შემდეგ შემოვლენ საქართველოში”,- განმარტა სეთურმა.

მისივე განცხადებით, თანხის არსებობის შემთხვევაში კაბელის მშენებლობა, 7-8 თვეშიც არის შესაძლებელი, ქსელის მშენებლობა კი შავი ზღვის ქვეშ 70-80 მლნ ევროზე მეტი არ უნდა დაჯდეს. კითხვაზე, ვინ უნდა იყოს კაბელის მესაკუთრე და მმართველი - სახელმწიფო თუ კერძო კომპანია, სეთური პასუხობს, რომ საუკეთესო იქნებოდა, თუ კაბელს მართვაში კერძო კომპანიას გადასცემენ.
Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기onwinjojobetjojobetdizipaltürk ifşa킹콩티비tipobet스마일퀄리티jojobetsahabetonwinjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงjojobetBetigmaartemisbetgoogleрейтинг казинорейтинг онлайн казиноholiganbet 1182jojobetmegapari girişStreameastbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetgrandpashabetcasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibom Girişwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginkingbettingsekabetpusulabetcasibomcasibomcasibom girişcasinolevantcasibombetpassahabetumzugsfirma wienpusulabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9046CasibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahisjojobetjojobetMarsbahisalanya escortMeritking GirişcasibomJojobetgiftcardmall/mygiftbetlikekingbet188 slotsahabetdeneme bonusu veren siteler 2026все казиноcasibom giriş1xbet girişbetpasmatbetGalabetcasinolevantsekabet girişmarsbahisextrabetcasino sitelerijojobet giriştaraftarium24pusulabetgrandpashabetmilanobetvdcasinobahislionjojobetjojobetmeritkingbetnanoultrabetbetpasbetpassekabetMeritking Girişmagic mushroomsvaycasinojustin tvjojobetmatbetroyalbetjojobet girişStreameast