საზოგადოება
ახალციხის ციხეზე შესასვლელი ბილეთის ღირებულება იზრდება
2022 წლის 1-ელი მაისიდან, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე შესასვლელი ბილეთის ღირებულება იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას "ახალციხის ციხის" ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ბილეთის ფასი განსხვავებულია უცხოელი ვიზიტორებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, სტუდენტებისთვის, მოსწავლეებისა და პენსიონერებისთვის:
- უცხოელი ვიზიტორი - 18 ლარი.
- საქართველოს მოქალაქე, ასევე მუდმივი და დროებითი ბინადრობის მქონე პირი - 7 ლარი.
- სტუდენტი (უცხოელი) - 15 ლარი.
- სტუდენტი, საქართველოს მოქალაქე, ასევე მუდმივი და დროებითი ბინადრობის მქონე პირი - 3 ლარი.
- მოსწავლე (უცხოელი) – 12 ლარი.
- მოსწავლე, საქართველოს მოქალაქე, ასევე მუდმივი და დროებითი ბინადრობის მქონე პირი - 2 ლარი.
- პენსიონერი, საქართველოს მოქალაქე, ასევე მუდმივი და დროებითი ბინადრობის მქონე პირი - 3 ლარი.
გააზიარეთ :