სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ეზოში გარდაცვლილი თანამშრომელების სახელობითი ხეები დარგეს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში სკვერი გაიხსნა, სადაც გარდაცვლილი თანამშრომლების სახელობითი ხეები დარგეს. უმაღლესი სასწავლებლის ინფორმაციით, დაწესებულების არსებობის 32 წლიანი ისტორიის მანძილზე, უნივერსიტეტს 42 ადამიანი გამოაკლდა.
"სწორედ მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად, დღეს 21 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში გაიხსნა სკვერი, სადაც თითოეული გარდაცვილი თანამშროლის სახელობითი ხე დაირგო, ნიშნად იმისა, რომ ამ ქვეყანაზე არავინ და არაფერია დავიწყებული", - ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინიციატივა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს როინ თათეშვილს ეკუთვნის, რომელსაც, როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული პერსონალი შეუერთდა.