საზოგადოება
ახალციხის რომელ ქუჩებს მოიცავს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა?
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს მძღოლობის კანდიდატები უკვე რეალურ პირობებში აბარებენ. მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, გამოცდა საგზაო მოძრაობის სხვადასხვა ინტენსივობის გზაზე ბარდება:
- დაუსახლებელ პუნქტებში;
- ავტომაგისტრალზე ან სხვა მსგავს გზაზე ან იმ გზაზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით;
- დასახლებულ პუნქტებში, გზებზე, სადაც მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით.
განსაზღვრულია ტერიტორია ახალციხეშიც, სადაც პრაქტიკული გამოცდის მეორე ნაწილი ბარდება. მარშრუტი სამ ვარიანტს მოიცავს. სამივე ვარიანტში მძღოლობის კანდიდატი სტარტს მომსახურების სააგენტოდან იღებს.
საგამოცდო მარშრუტი №1 მოიცავს შემდეგ ქუჩებს: ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილი, შოთა რუსთაველის ქუჩა, სულხან-საბას ქუჩა, კოსტავას ქუჩა, კეცხოველის ქუჩა, შალვა ახალციხელის ქუჩა, დიდიმამიშვილის ქუჩა, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი, შემდეგ ბრუნდება უკან და სვლას აგრძელებს თამარაშვილის ქუჩით მომსახურების სააგენტოს ტერიტორიამდე.
საგამოცდო მარშრუტი №2 მოიცავს შემდეგ ქუჩებს: 9 აპრილის ქუჩა, შოთა რუსთაველის ქუჩა, კეცხოველის ქუჩა, პაატა ნათენაძის ქუჩა, კოსტავას ქუჩა, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი, შემდეგ ბრუნდება უკან და სვლას აგრძელებს თამარაშვილის ქუჩით, გაივლის ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილს, შემდეგ ბრუნდება უკან მომსახურების სააგენტოს ტერიტორიამდე.
საგამოცდო მარშრუტი №3 მოიცავს შემდეგ ქუჩებს: თამარაშვილის ქუჩა, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი, შემდეგ ბრუნდება უკან და სვლას აგრძელებს კოსტავას ქუჩით, გაივლის დიდიმამიშვილის, რუსთაველისა და ასპინძის ქუჩებს, ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილს და შემდეგ ბრუნდება უკან მომსახურების სააგენტოს ტერიტორიამდე.
სააგენტოს ინფორმაციით, მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის ჩასაბარებლად, კონკრეტული მარშრუტით გადაადგილება, არანაკლებ 25 წუთის განმავლობაში მოუწევს.
სამივე მარშრუტი იხილეთ ქვემოთ:
გააზიარეთ :