სად იქნება სავალდებულო პირბადის ტარება დღეიდან?
დღეიდან პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღაარიბაშვილმა მთავრობის სახდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია იხსნება.
„ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადის სავალდებულო გამოყენება იქნება მხოლოდ დატოვებული სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე, რომ დღეიდან ყველა სხვა რეგულაცია მოიხსნება.
ძალიან სტაბილური სურათი გვაქვს. კოვიდთან დაკავშირებული სიტუაცია დასტაბილურდა. ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ რეგულაციები კიდევ უფრო შევამსუბუქოთ. დღეიდან მოიხსნება პირბადის სავალდებულო ტარება, მათ შორის სკოლებშიც, რადგან ბავშვები განსაკუთრებით წუხან. დინამიკას დავაკვირდებით და შესაბამისად ვიმოქმედებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.