საზოგადოება
მართვის მოწმობის მისაღებად საგამოცდო ვადები იცვლება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რა ვადებში შეუძლია მძღოლობის კანდიდატს რიგის ხელახალი დაჯავშნა.

ამასთან, მომსახურების სააგენტოს ცნობით, გარკვეულ შემთხვევებში მძღოლობის კანდიდატს გადახდილი მომსახურების საფასური მხოლოდ ნაწილობრივ (საფასურის 50%) უბრუნდება.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 26 აპრილიდან, “B” და „BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ნაწილი ორეტაპიანი გახდა. პირველი ეტაპი ტარდება დახურულ მოედანზე, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

ცვლილებების მიხედვით, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაიშვება პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა. ამასთან, მძღოლობის კანდიდატს საშუალება ექნება ისარგებლოს დაჩქარებული მომსახურებით, რომლის ღირებულება განისაზღვრება 160 ლარით და პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 15 დღეზე ადრე გავიდეს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გასასვლელად საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა დაჯავშნოს რიგი. რიგის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, ასევე ვებ-გვერდის, მობილური აპლიკაციის ან სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით.

მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გამოცხადდეს რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე 15 წუთით ადრე. გამოცდაზე აღნიშნული დროის დარღვევით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ხდება მძღოლობის კანდიდატის დისკვალიფიკაცია. აღნიშნულ შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატს გადახდილი მომსახურების საფასური უბრუნდება მხოლოდ ნაწილობრივ (საფასურის 50%) კანონით დადგენილი წესით. მძღოლობის კანდიდატს რიგის ხელახალი დაჯავშნა შეუძლია წინა რიგის დაჯავშნის დღიდან, 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, ხოლო მისი გამოცდაზე დაშვება შესაძლებელია დისკვალიფიკაციიდან არაუადრეს 90 კალენდარული დღისა.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ მძღოლობის კანდიდატი გამოცდაზე გამოცხადების დრომდე 72 საათით ადრე გააუქმებს ჯავშანს ან შეცვლის ჯავშნის დროს“,
- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 20 °C
img
ახალქალაქი 16 °C
img
ასპინძა 20 °C
img
ადიგენი 20 °C
img
ბორჯომი 21 °C
img
თბილისი 27 °C
img
აბასთუმანი 17 °C
img
ბაკურიანი 14 °C
img
ნინოწმინდა 16 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
RUB
RUB
100
3.2024
TRY
TRY
1
0.2316
USD
USD
1
3.2054
AMD
AMD
1000
6.5879
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.