საქართველოში მიწისძვრა მოხდა
თბილისის დროით 21:14 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიდიდე 4.5 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.
ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.