საზოგადოება
"პროფკავშირებმა" ომბუდსმენსა და ხელისუფლებას "ბორჯომის" თანამშრომლების შესაძლო შანტაჟის ფაქტებზე მიმართა
პროფკავშირების თავმჯდომარემ გიორგი დიასამიძემ “IDS ბორჯომი საქართველოს” მენეჯმენტის მიერ დისკრიმინაციის, მუქარის, დაშინებისა და იძულების შესაძლო ფაქტებზე სახალხო დამცველისა და შრომის ინსპექტირების სამსახურს წერილობით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას "პროფკავშირები" საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, წერილში ასევე საუბარია დასაქმებულთა კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მინიჭებულ, პროფესიული კავშირებისა და მასში გაწევრიანების უფლებებზე, პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციასა და პროფკავშირის დაშლის მცდელობაზე.
შეგახსენებთ, რომ კომპანიაში დასაქმებულები, რომლებიც ახალ ხელშეკრულებას მათთვის მიუღებელი პირობების გამო არ აფორმებენ, ამბობენ, რომ ტელეფონზე ურეკავენ და აიძულებენ შეთანხმებას ხელი მოაწერონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეუბნებიან, რომ განაცდურს არ აუნაზღაურებენ და სამსახურიდან გაუშვებენ.
გააზიარეთ :