პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა
დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ახალციხის თოჯინების თეატრი პატარებს უმასპინძლებს. 13:00 საათზე, თეატრში სპექტაკლი „უცნაური მეგობრობის ჯადოსნური ამბავი“ გაიმართება.
სპექტაკლზე შშმ, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს უფასოდ დასწრება შეეძლებათ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. ეს დღე 1950 წლიდან, ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.
მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.