ნინოწმინდაში მეხის დაცემის შემდეგ ქალი გარდაიცვალა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში ახალგაზრდა ქალი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.
ჭექა-ქუხილის დროს 35 წლამდე ქალი მეუღლესთან ერთად კარტოფილის ნაკვეთში იმყოფებოდა, რა დროსაც მეხი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.
დღესვე დასეტყვა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი.