გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა აიკრძალება
გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2022 წლის 7 ივნისის 00:00 სთ-დან, 9 ივნისის 00:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 9 ივნისის 00:00 სთ-დან, 11 ივნისის 00:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.