"შემცირდა ნაკლებად ეფექტური ცვლა" - რა წერია დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში
12:19 / 13.06.2022
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს, სამსახურიდან გაშვების დასაბუთებული გადაწყვეტილება დღეს ჩაბარდა. კომპანიის წერილში აღნიშნულია, რომ რეორგანიზაციის დროს, სამსახურიდან გაუშვეს ის ჯგუფები, რომლებიც სამსახურს აცდენდნენ და არაეფექტურად მუშაობდნენ. ,,რეორგანიზაციის პირველი ეტაპის შედეგად შემცირდა ერთი ცვლა მთლიანად. ცვლის შერჩევა მოხდა ეფექტურობის გათვალისწინებით. შემცირდა ნაკლებად ეფექტური ცვლა, რომელიც ნაკლებს ტვირთავდა და რომლის მუშაკებიც უფრო მეტად აცდენდნენ სამსახურ სხვადასხვა მიზეზის გამო" - ნათქვამია "IDS ბორჯომი საქართველოს" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
მუშები ადმინისტრაციას სთხოვენ, ამოიღონ წარმოების დოკუმენტები და დაამტკიცონ, რომ სამსახურს აცდენდნენ. პარალელურად, მზადდება სარჩელი, რომელსაც გათავისუფლებულები სასამართლოში ხვალ შეიტანენ და სამსახურში აღდგენას მოითხოვენ.
ბორჯომში პროტესტი გრძელდება. გაფიცვის მე-14 დღეს, ორივე ქარხნის შესასვლელი კვლავ პიკეტირებულია. ადმინისტრაცია დამატებით განმარტებას არ აკეთებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.