"დიახ დღეს ვიდექით იქ, სადაც ჩვენი შვილების მომავალი უნდა გადარჩეს" - ჯუნა ნათენაძე
12:04 / 21.06.2022
გუშინ 20 ივნისს თბილისსა და რეგიონებში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქციას სამცხე-ჯავახეთიდანაც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა სოციალურ ქსელში ფოტოები და პოსტებიც გამოაქვეყნეს.
"დიახ დღეს ვიდექით იქ, სადაც ჩვენი შვილების მომავალი უნდა გადარჩეს" - ჯუნა ნათენაძე "საქართველომ ევროპული იდენტობის საუკეთესო დასტური ცივილიზებულად დადო. ახლა ევროკავშირის საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების დროა. ყველა გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი კვლავ ცივილიზებულად უპასუხებს. ხალხი ბრძენია! ყველაფერი კარგად იქნება!" - ზურაბ მაღრაძე "გასაგებად გვითხრეს: საქართველოს მოსახლეობამ გადაწყვიტეთ გინდათ თავისუფლება, ღირსება, განვითარება, სამართლიანობა, სახელმწიფოებრივად აზროვნება, უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, უფლებების დაცვა (რიგითი მოქალაქის, ჟურნალისტის, მასწავლებლის, მოსწავლის, პოლიციელის, საჯარო მოხელის და ა.შ) თუ მონობა, ჭაობი, კრიმინალი, კორუფცია, ნეპოტიზმი, შერჩევითი სამართალი, ოლიგარქიული მმართველობა, ღრუსეთის უკანა ეზოობა.. თუ ვინმე კიდევ ფიქრობთ რომელი არჩევანია სწორი, არ იღებთ ხმას, არ აპროტესტებთ, მთავრობას არ ვთხოვთ პასუხს კონსტიტუცია და საუკუნოვანი მისწრაფებები თავზე რომ გადაგვახია გილოცავთ, თქვენ საქართველოს და ჩვენი შვილების მომავალს ასამარებთ და წარმატებით ასრულებთ რუსეთის დავალებებს!!!" - ნიკოლოზ ბეგიშვილი "ალჯაზირამ 100 000 ქართველი იდგაო . ჩემო კარგო ქვეყანავ... დღეს ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ. 2022 წლის 20 ივნისს, მთელ საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, საქართველოს თითოეული მოქალაქე ერთიანდება იმისთვის, რათა დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანი. 20 ივნისი გახდება ახალი სახალხო მოძრაობის დაბადების თარიღი და სამოქალაქო ერთობით ამ ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვებამდე - დავამარცხებთ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მმართველობას და დავბრუნდებით შინ, ევროპაში!" - გიგა მაქარაშვილი. აქციის ორგანიზატორები მომავალ შეკრებასაც აანონსებენ: „2022 წლის 24 ივნისს ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გვამცნობს და ჩვენ ისევ აქ შევიკრიბებით. ეს შეხვედრა იქნება არა მხოლოდ იმისთვის, რომ ევროპული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი სიყვარული, არამედ უწინარეს იმისთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობისკენ მივმართოთ ჩვენი რისხვა!“
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.