საზოგადოება
ბორჯომში მედიაციის პროცესის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს
ფოტო არქივიდან
მედიაციის პროცესის ფარგლებში შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. მხარეებს შორის მიღწეული სიტყვიერი შეთანხმება იურიდიულად უნდა გაფორმდეს.
შეხვედრას ესწრება მედიატორი, შრომის ინსპექციის დირექტორი, კომპანია აიდიეს ბორჯომის მენეჯმენტი და გაფიცული მუშები. წინასწარი ინფორმაციით ბორჯომის ქარხანა მუშაობას რამდენიმე დღეში განაახლებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ივნისს, ქარხნის თანამშრომლების გაფიცვის 21-ე დღეს, მუშებსა და ქარხნის ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა.
გააზიარეთ :