საზოგადოება
30 ივნისს ახალციხელობასთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
30 ივნისს, შალვა ახალციხელის ხსენების დღესთან და ახალციხელობასთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს.
პროგრამა:
- 09:00 - 12:00 საათი - წირვა წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში;
- 14:00 – 17:00 საათი - სპორტული შეჯიბრებები (ჭადრაკი, შაში, მკლავჭიდი);
- 15:00 – 18:00 საათი - მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
- 15:00 – 18:00 საათი - ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;
- 15:00 – 18:00 საათი - ახალგაზრდული გასართობ-შემეცნებითი სივრცე:
ახალგაზრდული საქმიანობის პრეზენტაცია.
სამაგიდო თამაშების ვორქშოფი.
- 15:30 – 16:00 საათი - გეზრბენი;
- 16:00 – 16:30 საათი - თოჯინების თეატრის სპექტაკლი;
- 16:00 -17:00 საათი - საჩვენებელი გამოსვლები ტანვარჯიშში და ჭიდაობაში;
- 15:00 – 18:00 საათი - დრამშოუ;
- 17:00 – 17:30 საათი - ზღაპრის გმირების შოუ;
- 17:30 – 18:00 საათი - სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება;
18:00 – 19:30 საათი:
- თემურ ყვითელაშვილი - მუსიკალური კომპოზიციები
- ცეკვა „მესხური“
- ცეკვა „ხორუმი“
- თეატრალური წარმოდგენა (შალვა ახალციხელის ეპოქის გაცოცხლება)
- ცეკვა „ქართული“
- საპატიო ახალციხელების დაჯილდოება
- ცეკვა „ნარნარი“
- ცეკვა „მესხური ფერხული“
19:30 – 21:30 საათი - ბენდი „ნიუტონი“-ს და ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტი (სალომე ბაკურაძე, მარიტა როხვაძე, ლუკა ჭოხონელიძე, ნუცა თოფურია, თამთა ხუხუნაიშვილი, ანა ქურთუბაძე, სოფო ბათილაშვილი, ომა ფავორი, გუგა მარგველაშვილი, მემე ჟორდანია, გიორგი ფუტკარაძე, გიორგი ცხადაძე);
21:30 საათი - ფეიერვერკი.
21:30 – 23:00 საათი - ელექტრონული მუსიკის კონცერტი.
გააზიარეთ :