ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დირექტორი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია
ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დირექტორი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა. ეკატერინე ორჯონიკიძე თურქეთის უდიდესი ზამთრის კურორტზე, ქალაქ ერზრუმში ჩავიდა. ამის შესახებ ის თავის ფეისბუკ გვერდზე წერს.
"შეხვედრის ფარგლებში ბაკურიანსა და ერზრუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შემუშავდა, რაც მოიცავს ჩვენთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს როგორიც განათლება, ჯანდაცვა, სპორტი და ტურიზმია", - წერს ეკატერინე ორჯონიკიძე.