საზოგადოება
"ახლა გაჩუმების და სახლში ჯდომის დრო არაა " - თბილისში მიმდინარე აქციას ახალციხიდანაც შეუერთდნენ
თბილისში მიმდინარე აქციას "შინ ევროპისკენ" ახალციხიდანაც შეუერთდნენ.
აქციის ერთ- ერთი მონაწილე ჯაბა ნათენაძე ამბობს, რომ სწორედ ახლაა მოქმედების დრო იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს მთავარ მიზანს და გავხდეთ ევროპის დიდი ოჯახის წევრი.
"ახლა დრო არაა გაჩუმების და სახლში ჯდომის, დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს და წამმზომი ცვლილებებისთვის ჩართულია, თუ ჩვენ ახლა გავუშვებთ შანსს და ვიტყვით რომ თუ დღეს არა ხვალ მაინც მიგვიღებენ ეს ნიშნავს რომ ჩვენ სანუკვარ ოცნებას გავხდეთ ევროპის დიდი ოჯახის წევრები დიდი ხნით უნდა დავემშვიდობოთ, ამიტომ უნდა ვაჩვენოთ პირველ რიგში ხელისუფლებას და შემდეგ მთელ მსოფლიოს რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ირჩევს ნათელ, თავისუფალ დაცულ ევროპულ მომავალს.
სამწუხაროდ მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები არ გვაძლევს დამშვიდების იმედს, იმედს რომ ისინი განახორციელებენ იმ ცვლილებებს და მოთხოვნებს რაც წამოგვიყენეს ჩვენ, ამიტომ ცვლილებების სათავეში უნდა დადგნენ ადამიანები რომლებიც ამ ყველაფერს ზედმიწევნით განახორციელებენ" - აღნიშნა "მეცხრე არხთან" ჯაბა ნათენაძემ.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი შინაარსის აქცია "ერთად ევროპული მომავლისთვის" 24 ივნისს, ახალციხეშიც გაიმართა.
გააზიარეთ :