საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი პოლონეთში გადამზადდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები პოლონეთში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ. უწყების ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელებმა, ასევე, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ქართველ მეხანძრე მაშველებთან ერთად, პოლონეთის სახანძრო სამსახურის მიერ ორგანიზებულ ერთკვირიან საველე სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით მიიღეს მონაწილეობა.ვიზიტის ფარგლებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სახანძრო დანაყოფებს ესტუმრნენ და პოლონელი კოლეგების საქმიანობის დეტალებს გაეცნენ.
ვიზიტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და პოლონეთის სახელმწიფო სახანძრო სამსახურს შორის არსებული სამწლიანი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლებლობების განვითარების კუთხით, პოლონურ მხარესთან 2019 წლიდან თანამშრომლობს.
,,თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული და სასწავლო პროექტი. პოლონელი პარტნიორების დახმარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მეხანძრე-მაშველთა სავარჯიშო შესაძლებლობები და აღჭურვილობა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გააზიარეთ :