საზოგადოება
გადასახადის გადამხდელებს გარკვეული განცხადებების სერვისცენტრებში რეგისტრაცია ეზღუდებათ
მიმდინარე წლის 11 ივლისიდან მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში გარკვეული განცხადებების რეგისტრაცია შეიზღუდება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განმარტებით, მიზანი განცხადებების ელექტრონული ფორმით მომართვიანობის წახალისება და დისტანციური სერვისების პოპულრიზაციაა.
მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება: მეწარმე ფიზიკური პირისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭებას; ფიზიკური პირისთვის საკუთარი შემოსავლების შესახებ ცნობის გაცემას და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციას.
„60 000-ზე მეტ ფიზიკურ პირს, უკვე გაეგზავნა საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე.
აქვე შეგახსენებთ, რომ სერვისების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, თვითმომსახურების წახალისების მიზნით, შემოსავლების სამსახურში უკვე 452 ელექტრონული სერვისის მიღება არის შესაძლებელი.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=699“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გააზიარეთ :