ახალციხის მუნიციპალიტეტში ტერიტორიული რეზერვი შეიქმნება
ახალციხის მუნიციპალიტეტში ტერიტორიული რეზერვი შეიქმნება. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ტერიტორიული რეზერვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ტერიტორიული რეზერვი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტია, რომელსაც ეროვნული გვარდია ახორციელებს და რომელშიც რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს 18-დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტებს 18-დან 22 წლის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 4 წლიანი ანაზღაურებადი კონტრაქტი. ასევე, რეზერვისტი უზრუნველყოფილი იქნება სოციალური და სამართლებრივი დაცვით. მოქალაქეები გაივლიან 45 დღემდე ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას, რომელიც თანაბრად გადანაწილდება 12 თვეზე და რეზერვისტებს ხელი არ შეეშლებათ მათი ძირითადი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.