ვინ დაისვენებს უფასოდ საქართველოს კურორტებზე და როგორ უნდა მიიღოთ 800 ლარიანი ვაუჩერი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამა თბილისის მერიაში ფუნქციონირებს. აღნიშნული სერვისით სარგებლობა 3–დან 20 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვაუჩერული დაფინანსებით შეუძლიათ.
ვინ და როგორ შეძლებს დასვენებას მერიის ვაუჩერის გამოყენებით? - კითხვაზე პასუხს "პრაიმტაიმის" ამ სტატიაში ნახავთ:
რა არის პროგრამის არსი?
პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განაცხადის წარდგენის დროისთვის არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეგისტრირებული 3–დან 20 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საქართველოს სხვადასხვა კურორტზე დასვენების ვაუჩერულ დაფინანსებას.
რას მოიცავს პროგრამა?
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთ წელს რეგისტრირებული 3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ პირთათვის საქართველოს კურორტებზე სასტუმროს მომსახურების ხარჯების ვაუჩერულ დაფინანსებას;
ვაუჩერის ღირებულება შეადგენს 800 ლარს;
დასასვენებლად განსაზღვრულია არანაკლებ 6 დღე-ღამე;
პროგრამის მოსარგებლეებზე ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ერთი ვაუჩერი გაიცემა;
ვაუჩერით მოსარგებლე პირი თავად ირჩევს მომსახურების მიმწოდებელ სასტუმროს და სერვისის
პირობებს;
ვაუჩერი ძალაშია 2022 წლის 1 მაისიდან 2022 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.
ვინ არიან პროგრამით მოსარგებლეები?
3-დან 20 წლამდე ასაკის შშმ სტატუსის მქონე ბავშვი ან მოზარდი, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, განაცხადის წარდგენის დროისთვის არანაკლებ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მათ შორის, იმ შემთხვევაში თუ ვაუჩერის მიღების მსურველ ბავშვს ან მოზარდს აღნიშნულ პერიოდში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია და ამგვარი შეწყვეტის შედეგად, ის სხვა მუნიციპალიტეტში არ დარეგისტრირებულა.
როგორ უნდა ჩაერთოს ვაუჩერის მიღების მსურველი პირი პროგრამაში?
პროგრამით მოსარგებლემ (კანონიერმა წარმომადგენელმა), 2022 წლის 17 იანვრიდან 2022 წლის 15 აპრილის ჩათვლით, ვაუჩერის მისაღებად დადგენილი ფორმის განაცხადით უნდა მიმართოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს.
რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს ვაუჩერის მიღების მსურველმა პირმა?
1. დაბადების/პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2. ცნობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შესახებ;
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო ერთწლიანი
4. რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
როგორ ხდება ვაუჩერის ანაზღაურება და რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს სერვისის მიმწოდებელმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელმაც მომსახურება გაუწია ვაუჩერით მოსარგებლე პირს?
1. სერვისის მიმწოდებელი ვაუჩერით მოსარგებილის მიღებისთანავე, მოსარგებლისსაიდენტიფიკაციო მონაცემებს აწვდის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მერიის ცხელიხაზის საშუალებით.2. ვაუჩერის განაღდება სერვისის მიმწოდებელს შეუძლია მომსახურების დასრულებიდან 2 (ორი)თვის განმავლობაში.3. სერვისის მიმწოდებელმა სამსახურს უნდა წარუდგინოს:ა) ვაუჩერი (დედანი) და ვაუჩერით მოსარგებლის დაბადების/პირადობის დამადასტურებელიმოწმობის ასლი;ბ) სერვისის მიმწოდებლის გაწეული მომსახურების ინვოისი, რომელშიც მითითებული უნდაიყოს:ბ.ა) სერვისის მიმწოდებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;ბ.ბ) საბანკო რეკვიზიტები;ბ.გ) მომსახურების გაწევის ადგილის მისამართი;ბ.დ) ვაუჩერით მოსარგებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;ბ.ე) ვაუჩერით მოსარგებლის მიერ საკურორტო მომსახურების მიღების დაწყებისა დადასრულების თარიღი;ბ.ვ) სერვისის მიწოდებისათვის ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც არ უნდა აღემატებოდესსაკურორტო მომსახურების ვაუჩერის ღირებულებას - 800 ლარს.ბ.ზ) სერვისის მიმწოდებლის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.გ) ინვოისი შედგენილი უნდა იქნეს ვაუჩერით მოსარგებლის მიერ საკურორტო მომსახურებისმიღების შემდეგ.