ახალციხეში 180 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დასრულდა
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. თანამედროვე სტანდარტის საბავშვო ბაღი 180 ბავშვზეა გათვლილი.
პროექტის შესაბამისად, ახალ ბაღში ბავშვთა დასასვენებელი, გასართობი, სასადილო და სხვა დანიშნულების ოთახები მოეწყო, განახლდა გარე სივრცეებიც. ამ ეტაპზე, საბავშვო ბაღის საჭირო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. უწყების ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 2,6 მილიონ ლარია.