საზოგადოება
5 დარგი, სადაც ყველაზე დაბალი ხელფასებია საქართველოში
2022 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.1 პროცენტით (190.3 ლარით) გაიზარდა და 1 446.5 ლარი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დაბალი ხელფასი 2022 წლის 1-ლი კვარტალის მონაცემებით ფიქსირდება შემდეგ ტოპ-5 დარგში:
- განათლება - 895.4 ლარი;
- წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 916.2 ლარი;
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 933.2 ლარი;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1 034.5 ლარი;
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 1 045.5 ლარი.
გააზიარეთ :