საზოგადოება
საქართველოში ქორწინების სარიტუალო მომსახურების საფასური იზრდება
2022 წლის პირველი აგვისტოდან საქართველოში ქორწინების სარიტუალო მომსახურების საფასური იზრდება. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, ახალი ღირებულება შემდეგნაირად განისაზღვრა:
სპეციალური სარიტუალო მომსახურება (ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება) იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 75 ლარი ეღირება. ამ დრომდე იგივე რიტუალის საფასური 50 ლარია.
ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათ-კვირას, 150 ლარის ნაცვლად, 225 ლარი ეღირება. ნებისმიერ სხვა დღეს კი მოქალაქეებს 90-ის ნაცვლად 135 ლარის გადახდა მოუწევთ.
დადგენილების მიხედვით, ძვირდება შენობის გარეთ მომსახურების საფასურიც. იუსტიციის სახლის ტერიტორიული ორგანოსა და ქორწინების სახლის შენობის გარეთ რიტუალის ჩატარება 255 ლარი ეღირება. 1-ელ აგვისტომდე ეს მომსახურება 170 ლარი ეღირება.
გააზიარეთ :