საზოგადოება
ნინოწმინდაში პირუტყვი მეხის დაცემის გამო დაიხოცა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, პირუტყვი მეხის დაცემის გამო დაიხოცა. აღნიშნულ ინფორმაციას "რადიო ნორი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა 26 ივლისს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა, რა დროსაც ძროხები საძოვარზე იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი სეტყვამაც დააზარალა. ზიანი ძირითადად გონდურას სასოფლო თემების, ჯიგრაშენისა და ეშტიის ნაგებობებს მიადგა.
გააზიარეთ :