საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
6 აგვისტოს, თბილისის დროით 21:52 საათზე, საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სალამალეიქისთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიდიდე 3.0 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის დროით 09:33 საათზე, 3.0 მაგნიტუდის სიდიდის მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ყვარელთანაც დაფიქსირდა.