საზოგადოება
ახალციხის ცენტრალური პარკი 9 თვიანი ლოდინის შემდეგ
ახალციხეში, ცენტრალურ პარკის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ დროისთვის, პარკში ფილების დაგება და გამწვანების ღონისძიებები მიმდინარეობს. ცენტრალური სკვერი ნაძვის, ევონიმუსი გოლდის, ტუიას, კოწახურის, აბელიას, როზმარინის, ოლეანდრას, ლავანდას, მაჰონიას, ლიმონის კიპაროსისა და სხვა ნარგავებით ლამაზდება.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს პრემიერ- მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ახორციელებს.
ასევე, პროგრამის ფარგლებში, ურბანული განახლების სამუშაოები მიმდინარეობს თამარაშვილის, კოსტავასა და ნათენაძის ქუჩებზე. რეაბილიტაცია უტარდება თამარაშვილის მოედანს და მიმდებარე სკვერს, ასევე ნათენაძისა და კეცხოველის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლებისა და ექვსსართულიანი შენობის გარე ფასადებს.
შეგახსენებთ, რომ ახალციხის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია 9 თვის წინ დაიწყო. დაწყებული და შეფერხებული სამუშაოების გამო მოსახლეობა თვეების განმავლობაში ჩიოდა.
წყარო: ახალციხის უნიციპალიტეტის მერია
გააზიარეთ :