ახალქალაქში ქალაქის დღესასწაულისთვის ემზადებიან
სექტემბრის დასაწყისში ახალქალაქში ქალაქის დღესასწაული გაიმართება. ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოცხადდა. დოკუმენტაციის თანახმად, დღესასწაულის ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 20 000 ლარია გათვალისწინებული.
ქალაქის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაული ცენტრალურ პარკში ჩატარდება, სადაც სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება. ტენდერის მიხედვით, ღონისძიებაზე იქნება დიჯეიც, დაახლოებით ორსაათიანი პროგრამით.
"ახალქალაქის დღე 2022" ფერადი კვამლითა და ფოიერვერკით დასრულდება.
ღონისძიების ჩატარების სავარაუდო თარიღი 3 სექტემბერია.