ასპინძის მთაში დათვმა მწყემსი დაგლიჯა
ასპინძის მთაში დათვი მწყემსს თავს დაესხა. შემთხვევა საქართველო-თურქეთის საზღვართან მოხდა. ადგილობრივები ამ ადგილს "დათვის ღელეს" ეძახიან.
35 წლამდე მამაკაცი მთაში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. თავდასხმის დროს დათვი მოკლეს, თუმცა გარეულმა ცხოველმა მწყემსის სასიკვდილოდ დაზიანება მოასწრო. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
"მდინარიდან ამოდიოდა, ცხვარი ამოჰყავდა. არვიცით ბიჭმა ესროლა და დათვი გაღიზიანდა თუ პირდაპირ თავს დაესხა. ხმაურზე სხვები გაიქცნენ და დათვი მოკლეს, მაგრამ უკვე აზრი აღარ ჰქონდა," - ამბობენ სოფელ ზველის მაცხოვრებლები.
მწყემსი ასპინძის მთის საზაფხულო საძოვარზე კახეთის მუნიციპალიტეტიდან იყო ასული. ოჯახი მთაში ცხვრის ფარას აძოვებს.
შემთხვევა 17 აგვისტოს, დაახლოებით შუადღისას მოხდა.