ახალციხეში ცხინვალიდან დევნილი ოჯახი დაკავებული ფართიდან გამოასახლეს
21:46 / 19.08.2022
ახალციხეში, თაბუკაშვილის ქ. N42-ში მდებარე ფართიდან, ცხინვალიდან დევნილი ოჯახი გამოასახლეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა შალუტაშვილების ნივთები გამოიტანეს და სახლის გასაღები ახალ მფლობელს გადასცეს. შალუტაშვლების ოჯახის დიასახლისის ციცო ზედგინიძის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და დევნილთა სამინისტრომ ამ შენობაში 2004 წელს შეასახლეს, 2005 წელს კი აუქციონზე გაიტანეს. მასში მონაწილეობა შალუტაშვილებსაც უნდოდათ, თუმცა უთხრეს, რომ განცხადების შეტანა დააგვიანდათ.
76 კვ.მ. შენობა 276 დოლარად, ივანე ხაჭაპურაძემ იყიდა, რამდენიმე თვეში კი მისი მეპატრონე ჯონი მურმანიშვილი გახდა, რომელიც საფინანსო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო, თავის მხრივ, მან შენობა ბეჟან ვარდიძეს მიჰყიდა. სწორედ ამ უკანასკნელმა მოითხოვა სასამართლოში შენობის დაცლა.
სამივე ინსტანციის სასამართლომ შალუტაშვილების ოჯახის გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო.
ოთხსულიან ოჯახს სახელმწიფომ საავადმყოფოს მიმდებარედ, დევნილთა კორპუსში ოროთახიანი ბინა მისცა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.