ტაო-კლარჯეთში გამართულ "სათავეს ფესტვალში" პირველად ახალციხელებიც ჩაერთვნენ
20:21 / 20.08.2022
ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, შავშეთის მთებში "სათავეს ფესტივალი" გაიმართა. 23-ედ გამართულ იმერხეველების სახალხო დღესასწაულზე პირველად ახალციხელებიც ჩაერთვნენ. ქართული სიმღერა კვარტეტმა "ძმანო"-მ ააჟღერა. ღონისძიებაში მათი მონაწილეობა საინიციატივო ჯგუფმა დააორგანიზა, რომლის წევრები ზურაბ მაღრაძე, დათო დგებუაძე და ვარლამ ცეკვავაა.
"სათავეს ფესტივალი" დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, შავშეთის მთებში ყოველწლიურად იმართება. მასში მონაწილეობას ძირითადად ადგილობრივი იმერხეველები იღებენ. ღონისძიებაში ერთვებიან ისინიც, ვინც ოდესღაც იმერხევში ცხოვრობდა. ფესტივალში ჩართულია მთავრობაც.შავშეთი სამხრეთით უშუალოდ აჭარას ესაზღვრება. 1547 წელს ტერიტორია თურქებმა დაიპყრეს, ხოლო 1878 წელს რუსეთმა შეიერთა. შემდგომ აქ კვლავ ოსმალები გაბატონდნენ. შავშეთის ნაწილი იყო იმერხევი. ქართული მეტყველება დღეს ძირითადად აქ არის შემორჩენილი. 1907-1908 წლების სტატისტიკური მონაცემებით იმერხევში ქართველების რაოდენობა 6896 კაცი იყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.