ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა
ბორჯომის სოფელ დგვარში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. ცეცხლი მოსახლეობამ სოფლიდან რამდენიმე კილომეტრში შენიშნა, ახლა ამ ადგილზეც მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდულია.
ეს ადგილი რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული ქვაბისხევის ტერიტორიიდან, სადაც თავდაპირველად გაჩნდა ხანძარი. ამიტომ ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ უკვე ათობით ჰექტარი იწვის.
მოსახლეობა ამბობს, რომ მდგომარეობა რთულია. ერთი ვერტმფრენი ამ მასშტაბის ცეცხლს ვერ ჩააქრობს, ამიტომ ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა სთხოვოს ვერტმფრენებით დახმარება მეზობელ სახელმწიფოებს.