დამწვარი ტყე არის მოსახლეობის გარანტირებული სიღარიბე - რეზო გეთიაშვილი
14:40 / 24.08.2022
ბორჯომის ტყეში, ხანძრის გაჩენიდან მეექვსე დღეს ცეცხლის სამი ძირითადი კერა არსებობს, დაკვამლიანება კი ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში შეინიშნება. ხანძრის კერა გაჩნდა აწყურშიც. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა ფართობზე იწვის ტყე, 22 აგვისტოს შემდეგ არ გავრცელებულა. ორი დღის წინანდელი მონაცემით, დამწვარია 150 ჰექტარზე მეტი ტერიტორია.
ასეთი მასშტაბის ხანძარი ეკოლოგებს 2008 წლის ომის შემდეგ არ ახსოვთ. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) დირექტორის მოადგილე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც ზორეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია.
რეზო გეთიაშვილის აზრით, ,,ნახანძრალ ტყეებში აუცილებლად გააქტიურდება მეწყრული პროცესები, სტიქიები, შეიქმნება ლანდშაფტის აღდგენის პრობლემა და რაც მთავარია, დამწვარი ტყე არის მოსახლეობის გარანტირებული სიღარიბე, ხელისუფლება კი ძალიან დიდი ხანია თვალს ხუჭავს ამ სისტემურ პრობლემებზე".
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.