"სამწუხაროდ, ბორჯომის ხეობაში წვიმას არ ველოდებით" - სინოპტიკოსები
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა ხვალ 40 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 31-36 გრადუსამდე, მათ შორის ბორჯომის ხეობაშიც. ძლიერი ქარი იქროლებს 28 აგვისტომდე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნალექი, აგვისტოს ბოლომდე მოსალოდნელი არ არის.
"სამწუხაროდ ბორჯომის ხეობაში წვიმას არ ველოდებით. ხეობაში 11 აგვისტოდან არ წვიმს და იგივე ამინდი შენარჩუნდება მიმდინარე კვირის ბოლომდე.
ხვალ არის ტემპერატურის პიკი მოსალოდნელი, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლოა 40 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში +31 +34 გრადუსს ველოდებით, მათ შორის ბორჯომის ხეობაშიც. ძლიერი ქარი შენარჩუნდება დღესაც, ხვალაც და ზეგაც," - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი სვეტლანა ნიორაძე.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ხეობაში 19 აგვისტოდან ხანძარია. ცეცხლმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურამდე მოაღწია.