ახალციხეში ქვეითს მანქანა დაეჯახა
დღეს, 25 აგვისტოს ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფო დახმარებამ კლინიკა იმედში გადაიყვანა.
"ამ ეტაპისთვის სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არ ისახება, მიმდინარეობს კვლევები" - განუცხადა მეცხრე არხს კლინიკა იმედის დირექტორმა. გიორგი ბარძიმაძის თქმით, დაშავებული ქალი კლინიკაში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში დაახლოებით 12:30 სთ-თვის მოხდა.