მონაკვეთზე, სადაც ვმუშაობთ, ცეცხლის შეკავება მოხდა - თავდაცვის ძალები
22:23 / 25.08.2022
სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეების ჩართულობით განხორციელებულ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს თავდაცვის ძალების მეთაური ტაქტიკურ მართვის პუნქტში უშუალოდ გაეცნო. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს ხანძრის გავრცელების კერების შესახებ ინფორმაცია აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიაწოდა და ცეცხლის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის მიერ ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ მოხსენება წარუდგინა.
ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, აღმოსავლეთის სარდლობის I ქვეითი ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა, სტიქიის ზონაში, აღმოსავლეთ სექტორში - სოფელი დვირის მიმართულებით მუშაობს.
სამხედროები ცეცხლის ქრობის პროცესში მეოთხე დღეა აქტიურად არიან ჩართული და სამუშაოებს სპეციალური ლოჯისტიკური საშუალებების - მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანების დახმარებით ახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი ბორჯომის ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა. ქათველებთან ერთად ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია თურქეთის ავიაციაც.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.