"IDS ბორჯომი" ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულ პირებს სასმელი წყლით ამარაგებს
კომპანია "IDS ბორჯომი-საქართველო", ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულ მეხანძრე-მაშველებს, სხვადასხვა უწყების შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებსა და თავდაცვის ძალებს სასმელი წყლით უზრუნველყოფს.
"IDS ბორჯომი-საქართველო 2017 წელსაც, აქტიურად იყო ჩართული და საკუთარი წვლილი შეჰქონდა ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში", - აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ მერვე დღეა ბორჯომის ხეობაში ტყე იწვის. 19 აგვისტოს სოფელ ზორეთის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის არეალი ყოველდღიურად ფართოვდება. დღეს ცეცხლი აწყურსა და თისელს მოუახლოვდა.
ხანძრის ქრობის პროცესში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავიც მონაწილეობს.