საზოგადოება
ახალციხეში აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლები საკუთარ ბინებში ისევ ვერ შედიან
ახალციხეში, რუსთაველის ქ.N99-ში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლები საკუთარ ბინებში ისევ ვერ შედიან. ახალციხის მერის დაპირება, რომ ისინი თვიანთ საცხოვრებელს ერთ კვირაში დაუბრუნდებოდნენ, ვერ შესრულდა. ლევან ლაზარაშვილი 8 აგვისტოს ირწმუნებოდა, რომ დარჩენილი სამუშაოებისთვის მხოლოდ ერთი კვირა იყო საჭირო.
კომპანიამ, რომელმაც კორპუსში გაწმენდითი და გამაგრებითი სამუშაობი ჩაატარა, მუშაობა უკვე დაასრულა. როგორც ახალციხის მერიაში განმარტავენ, დარჩენილია წყლის სისტემის მოწყობა, რისთვისაც ელექტრონული ტენდერი ახლო მომავალში დაიდება. თუ როდის დაუბრუნდებიან კორპუსის მაცხოვრებლები საკუთარ ბინებს, ამ ეტაპზე კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავს იკავებენ.
რუსთაველის ქ.N99-ში ხუთსართულიანი კორპუსი 2020 წლის 24 დეკემბერს გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა. შემთხვევის შედეგად ჩაინგრა პირველ სართულზე მდებარე რესტორნის იატაკი. დაინგრა სარდაფები. აფეთქების დროს დაშავდა ორი ადგილობრივი. მას შემდეგ შენობა დაკეტილია, ბინების მეპატრონეების ნაწილი კი მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი.
გააზიარეთ :