სახელმწიფო ფერმერებს ვაშლს დაუსუბსიდირებს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ფერმერებს ვაშლს დაუსუბსიდირებს.
როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საჭიროა ფერმერების წახალისება და მხარდაჭერა, რომ არც ერთი კილოგრამი არასტანდარტული ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი.
„ვაშლის სუბსიდირების საკითხზე მივიღეთ გადაწყვეტილება. წელს ველოდებით 120 ტონა ვაშლს. გორის და ქარელის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ვაშლის წარმოებას, ამიტომ საჭიროა ჩვენი ფერმერების წახალისება და მხარდაჭერა, რომ არც ერთი კილოგრამი არასტანდარტული ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი. ფერმერები მიიღებენ შესაბამისს შემოსავალს. ამ პროგრამაში, დაახლოებით 20-მდე საწარმო იქნება ჩართული და ოთარ შამუგია გააკეთებს შესაბამის საკოორდინაციო შტაბს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.