„ნინოწმინდის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე კონტროლი დროებით ჩერდება
9 სექტემბერს, 11:00 საათიდან 23:00 საათამდე, ახალი მართვის საინფორმაციო სისტემების რეალიზაცია/ტესტირებასთან დაკავშირებით, მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ნინოწმინდა“საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სპეციფიკური სახის ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“ სატესტო რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას.
„სამუშაოების დასრულებისთანავე მგზავრებისა და ტვირთების გატარება 24/7-ზე განხორციელდება. საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, არსებობს მჭიდრო კომუნიკაცია, იმისთვის, რომ აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის ამოქმედებისთანავე შეუფერხებლად მოხდეს გაზრდილი ტვირთნაკადის გატარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.