ზორეთთან ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ზორეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მონიტორინგის მიზნით შემთხვევის ადგილზე დარჩებიან.
ხანძარი ზორეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის მასივსა და ბალახზე იყო გავრცელებული.