საზოგადოება
რა შემთხვევაში შეძლებთ პირადობის მოწმობის უფასოდ აღდგენას?
მოქალაქეებს იუსტიციის სახლში პირადობის მოწმობის დაზღვევა შეუძლიათ.
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დაზღვეული დოკუმენტების განმეორებით აღებას უფასოდ შეძლებთ, თუ ის:
- დაიკარგა;
- დაზიანდა;
- მოიპარეს.
დაზღვევის ღირებულებას მოქალაქე ერთჯერადად იხდის. ღირებულება შემდეგი პირობებით განისაზღვრება:
- თუ გსურს პირადობის მოწმობის 10 სამუშაო დღეში აღდგენა - 6 ლარი;
- თუ გსურს პირადობის მოწმობის 5 სამუშაო დღეში აღდგენა-10 ლარი;
- თუ გსურს პირადობის მოწმობის იმავე დღეს აღდგენა - 16 ლარი.
დაზღვევის ღირებულება 1 წელს მოიცავს და განახლება 3 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
გააზიარეთ :