საზოგადოება
რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქართველებს აგინებდა დააკავეს
რუსეთის მოქალაქე, რომელიც თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ქართველებს აგინებდა, დააკავეს. მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული.
გუშინ, 5 ნოემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ რუსეთის მოქალაქე ქუჩაში ქართველებს აგინებდა.
გააზიარეთ :