ახალციხეში შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „მხიარული სტარტები" გაიმართა
16:45 / 06.12.2022
დღეს ახალციხეში შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება „მხიარული სტარტები" გაიმართა. მასში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში ბენეფიციარები შეხვდნენ ზღაპრის გმირებს, ასევე გაიმართა მათი ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა.
„მხიარული სტარტები" არასამთავრობო ორგანიზაციის „კავშირი თანადგომა შვილებს“, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო. „მხიარული სტარტების" დასრულების შემდეგ ბენეფიციარებს ახალციხის მერიისგან საჩუქრები გადაეცათ.
შეგახსენებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე 3 დეკემბერს აღინიშნება. იგი 1992 წელს, გაეროს მიერ დაარსდა და მისი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმ მრავალსაუკუნოვან დისკრიმინაციასა და უგულებელყოფაზე, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განიცდიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.