საზოგადოება
ახალციხეში საახალწლო ღონისძიებების განრიგი ცნობილია
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ წინასაახალწლო ღონისძიებების განრიგი გამოაქვეყნა.
ქალაქის ცენტრალურ პარკში ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ცერემონია 25 დეკემბერს გაიმართება. მათივე ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები კიდევ იგეგმება, რომლის განრიგიც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გთავაზობთ 25 დეკემბრის ღონისძიებების ჩატარების განრიგს:
ღონისძიების ადგილი: ახალციხის ცენტრალური პარკი
- საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00 საათი
- 14:00 - საზეიმო ორკესტრის მსვლელობა
- 14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი
- 14:00-19:00 - საბავშვო სივრცე: თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები
- 14:00-18:00 - ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა,
- ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
- 14:30-17:00 - ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი
- 17:00-17:30 - აზოტის შოუ
- 17:30-18:00 - საბავშვო გასართობი პროგრამა წამყვანთან და ზღაპრის გმირებთან ერთად
- 18:00-18:30 - მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა
- 18:30 -19:45 - თემურ თათარაშვილი, ანი კეკუა, ზუკა ხუციშვილი, ნატო გელაშვილი, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები
- 20:00 - საზეიმო ფეიერვერკი
გააზიარეთ :